უცხოეთი
რუსეთის, თურქეთისა და ირანის დიპლომატები ჟენევაში სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნის საკითხზე იმსჯელებენ

 საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის, თურქეთისა და ირანის დიპლომატები დღეს ჟენევაში სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნის საკითხს განიხილავენ.

დისკუსია სირიის საკითხებში გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენელ სტეფან დე მისტურასთან ერთად, 10-11 სექტემბერს გაიმართება. სირიაში ცეცხლის შეწყვეტის გარანტორი ქვეყნების ეს უკვე მეორე შეხვედრაა მსგავსი ფორმატით.

გაერო-ს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნა შესაძლოა, სირიაში პოლიტიკური პროცესის აღდგენის საწყისი წერტილი გახდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ცალკე ყურადღება დაეთმობა სირიის იდლიბის რეგიონს, რომელიც ამბოხებულების ბოლო მსხვილი დასაყრდენია.

1tv.ge