საზოგადოება
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი გიორგი ქობულია შვებულებიდან დაბრუნდა და საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს

 საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია შვებულებიდან გამოვიდა და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ცნობით, მინისტრის სამუშაო განრიგში მიმდინარე კვირისთვის ერთ-ერთი ღონისძიება საერთაშორისო საზღვაო ფორუმია, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს.

გიორგი ქობულია მინისტრად 12 ივლისს დაინიშნა. ამის შემდეგ მას წინა სამსახურთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების გამო შვებულებაში გასვლამ რამდენჯერმე მოუწია.