სამართალი
კატალონიაში ჟერარ პიკესა და შაკირას სახლის გაქურდვის ბრალდებით ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

 საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. კატალონიაში ფეხბურთელ ჟერარ პიკესა და შაკირას სახლის გაქურდვის ბრალდებით ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს.

როგორც ესპანური მედია წერს, პოლიციამ რამდენიმე დღის წინ დააკავა ქართველი „კანონიერი ქურდი“, რომელიც ბარსელონაში და მიმდებარე ტერიტორიებზე ფეშენებელური სახლებისა და ბინების გაქურდვის ოპერაციებს პირადად ხელმძღვანელობდა.

გამოძიების ინფორმაციით, გოჩა მაისურაძე რვა თანამზრახველთან ერთად აიყვანეს. სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ მაისურაძე, რომლის ზედმეტსახელიაგოგიტა“, რამდენიმე კრიმინალურ დაჯგუფებას აკონტროლებდა. აღნიშნული ჯგუფები ბარსელონაში და ხმელთაშუა ზღვის პირას მდებარე მდიდრულ სახლებსა და ბინებში შედიოდნენ.

გამოძიების ცნობით, ქართველიკანონიერი ქურდინაქურდალის ღირებულების 50%- ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კრიმინალური ჯგუფის წევრებს სასტიკად უსწორდებოდა. მას ადანაშალებენ ადამიანების ცემაში, გატაცებასა და წამებაში.

დაკავებულ მაისურაძეს თან აღმოაჩნდა დოკუმენტაცია, რომლითაც მტკიცდება, რომ ის რამდენიმე დანაშაულებრივ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ამოღებულია საბუთები, რომლებშიც კრიმინალების მიერ დაგეგმილი აქტივობები და ფულის გათეთრების მეთოდებია აღწერილი.

სასამართლომ მაისურაძეს და მასთან ერთად დაკავებულ რვა პირას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი უთხრა და პატიმრობაში დატოვა.