პუბლიკაციები
მაია მიმინოშვილი, თამარ სანიკიძე, ლია გიგაური და თემურ მურღულია თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ

 საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მაჩაბელი და კიდევ რამდენიმე პირი საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.

განათლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის არსებითი ზრდა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია კონკურენტუნარიანი განათლების სისტემის შექმნა, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება, რისთვისაც იგეგმება არაერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა.

შესაბამისად, ამ პროცესს ახალი ენერგია, ახალი ხედვები და ახალი საკადრო პოლიტიკა სჭირდება. სწორედ ამის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილებები და თანამდებობას ტოვებენ მინისტრის მოადგილეებითემურ მურღულია, ლია გიგაური, თამარ სანიკიძეგანათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორი, გიორგი მაჩაბელიმასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მანანა მიქაბერიძეშოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, მაია მიმინოშვილიშეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას გაწეული სამუშაოსთვის“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, სისტემაში საკადრო ცვლილებები გაგრძელდება.