პოლიტიკა
მედია - როგორც გადასახადებისთვის თავის არიდების საფარველი, ანუ გასული კვირის ყველაზე პოპულარული სიტყვა - საქინფორმი

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. გასულ კვირას საქართველო ზედიზედ სამმა მედიასკანდალმა შეაზანზარა. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის თანამშრომლებმა არხის სამეთვალყურეო საბჭოს და ხელმძღვანელს ბოიკოტი გამოუცხადეს, საპროტესტო აქციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის რეორგანიზაციისა და საკადრო ოპტიმიზაციის წინააღმდეგ. საპროტესტო აქციები გაიმართა თბილისში პრაქტიკულად ჩაშლილი სამხრეთკავკასიური მედიაფორუმის წინააღმდეგ, რომელიც ყველამ - საქართველოს ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა - კრემლის „რბილი ძალის“ იარაღად და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდული ომის ეპიზოდად გამოაცხადა (უსარგებლო ღონისძიებამ მოუმზადებელი სპიკერებით, რომლებმაც ქართველი საზოგადოების პრორუსულად განწყობილ ჯგუფებსაც კი იმედი გაუცრუეს, მხოლოდ ზიანი მოიტანა და საქართველოს პარლამენტში პრორუსულ პროპაგანდაში ეჭვმიტანილი მედიასაშუალებებისთვის შემზღუდველი ზომების შემუშავების პროვოცირება გამოიწვია).

მესამე სკანდალი ბიზნესმენ ოქუაშვილის კუთვნილ ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით აგორდა, რომელმაც ამის თაობაზე საგანგებო განცხადება გაავრცელა. განცხადებაში საქართველოს ხელისუფლება შედარებულია ბანდიტ რეკეტიორებთან, რომლებმაც, ვითომდა ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ ტელეკომპანიის წართმევის მიზნით, მას დაფინანსების მთავარი წყარო გადაუკეტეს. იგულისხმება კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაში შედის ტელეკომპანია „იბერია“ და რომელიც ასევე ოქუაშვილს ეკუთვნის. თუმცა ხელისუფლება ამტკიცებს, რომ „ომეგა ჯგუფს“ სანქციები გადასახადების გადაუხდელობისთვის დაუწესდა და არა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული კონტენტის გამო.

გადასახადებს სჭირდება გადახდა, მედიას კი - თავისუფლება, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იბერიას“ საგანგებო განცხადებასთან დაკავშირებით. ჩემი პასუხი მარტივია. გადასახადებს სჭირდება გადახდა, მედიას სჭირდება თავისუფლება და ერთისა და მეორის გარანტი საქართველოში არისქართული ოცნება“, ჩვენი ხელისუფლება და, შესაბამისად, ამ პრინციპის საფუძველზე ვმოქმედებთ. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვმუშაობთ ამ პრინციპით. მედია თავისუფალი გახდა 2012 წლიდან და ეს პრინციპი ზედმიწევნით იქნება დაცული“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, მისი თქმით, ვარაუდი ან ჭორია განცხადებები იმაზე, რომ თითქოს იყო შეთავაზება ფინანსური პრობლემების მოგვარებაზე, თუმცა ტელევიზიის დათმობის სანაცვლოდ.

ეს არის გარკვეული ვარაუდი ან ჭორი, რომელზეც მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. პრინციპი არის განმსაზღვრელი და ვმოქმედებთ ამ პრინციპის შესაბამისად“, – განაცხადა კობახიძემ.

საქინფორმი შეახსენებს უცხოელ მკითხველებს, რომ თავმჯდომარე და დამფუძნებელი საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“, რომელიც, მისი აღმასრულებელი მდივნის, პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძის თქმით, სახელმწიფოში მედიის თავისუფლების გარანტია, ზემოხსენებული მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ.