საზოგადოება
გადასახადების გადაუხდელობაში კალაშნიკოვიც კი ვერ დაგეხმარებათ, ანუ ფრანკლინი ოქუაშვილის წინააღმდეგ - საქინფორმი

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. ჯერ კიდევ ბენამინ ფრანკლინი თავისი კოლეგის ჟან-ბატისტ ლერუასათვის 1789 წლის 13 ნოემბერს მიწერილ წერილში წერდა:ამ სამყაროში მხოლოდ ორი რამ არის გარდაუვალი - სიკვდილი და გადასახადები“. მაგრამ ეს არ გაითვალისწინა კორპორაცია Omega Group-ის მფლობელმა ზაზა ოქუაშვილმა. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იძულებული გახდა, დაეყადაღებინა Omega Group-ის ქონება და გამოიყენა ინკასო (გადასახადის გადამხდელისათვის დავალიანების გადახდევინება უშუალოდ საბანკო ანგარიშებიდან), რადგან Omega Group-ში შემავალ თამბაქოს მწარმოებელ კომპანია Omega Group Tobacco-ს 51,7 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფოს ვალი დაედო (19,7 ნილიონ დოლარზე მეტი). აქედან ძირითად ნაწილს შეადგენს გადაუხდელი აქციზები თამბაქოს ნაწარმზე. Omega Group-ის ანგარიშების დაყადაღების შემდეგ კორპორაციაში შემავალმა Iberia TV- კვლავ განაცხადა „საქართველოში სიტყვის თავისუფლების დარღვევის და ხელისუფლების დაინტერესების შესახებ ტელეკომპანიის ძალადობით წართმევაში“, რის შესახებაც დღეს იუწყება საქინფორმი.

საქინფორმი შეახსენებს მკითხველებს, რომ მილიონერი ბიზნესმენის ზაზა ოქუაშვილის მეუღლე გახლავთ ნატო ჩხეიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი მისი შექმნის დღიდან, ამჟამად ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი. ნატო ჩხეიძე ერთ-ერთია პატრიოტთა ალიანსის“ დელეგაციის იმ სამი წევრიდან, რომლებიც რამდენჯერმე გაემგზავრნენ მოსკოვში სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციის და თანამემამულეებთან კავშირის საქმეების კომიტეტის თავმჯდომარესთან ლეონიდ კალაშნიკოვთან შესახვედრად. მარცხიანი პარლამენტარების წამოწყება - საქართველოსთვის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაებრუნებინათ, აგრეთვე შეექმნათ სამმხრივი ფორმატი რუსეთი-ნატო-საქართველო და დაერწმუნებინათ რუსეთი, რომ საქართველოს ნატოში შესვლა რუსეთის წინააღმდეგ არ არის, ჩაიშალა, როგორც ეს თავიდანვე მოსალოდნელი იყო. კორპორაცია Omega Group-ის ფინანსური პრობლემები უარყოფით ზეგავლენას მოახდენს საპარლამენტო ფრაქციაზეც, რომელმაც, შესაძლოა, სერიოზული მხარდაჭერა დაკარგოს.