სამართალი
მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის'“ წევრები ყოფილი ლიდერის, ზურაბ ნოღაიდელის წინააღმდეგ დღეს საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.
მათი თქმით, აღნიშნულ საჩივარს „სამართლიანი საქართველოსთვის“ წევრები სახელფასო დავალიანებებს უკავშირდება.შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარეობიდან ზურაბ ნოღაიდელი პარტიის წევრებმა სახელფასო დავალიანების გამო გადააყენეს, რის შემდეგაც ნოღაიდელმა ახალი პარტია „სამართლიანი საქართველო“ შექმნა.