პოლიტიკა
ალექსეი მალაშენკო: საქართველოსთვის მატარებელმა უკვე ჩაიარა და უკან აღარ დაბრუნდება!

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. “ტერიტორიული მთლიანობის საკითხში საქართველოს მატარებელმა უკვე ჩაიარა!“, - ამის შესახებ განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს მედიაფორუმზე ჩამოსულმა პოლიტიკურ ცენტრ „Север-Юг“-ის წარმომადგენელმა, МГИМО-ს პროფესორმა, პოლიტოლოგმა, ისლამის საკითხების ერთ-ერთმა წამყვანმა სპეციალისტმა ალექსეი მალაშენკომ. 

„სამწუხაროდ, საქართველოსთვის მატარებელმა უკვე ჩაიარა და უკან აღარ დაბრუნდება! ეს იგივეა, რომ საბჭოთა კავშირიც აღარასოდეს აღდგება. ხომ ხედავთ, რა ხდება ბოლო 20 წლის განმავლობაში, ეს ადამიანური ტრაგედიაა. მაგრამ თქვენ გჯერათ, რომ როდესმე იუგოსლავია აღდგება? მინდა, რომ ყველა სახელმწიფო, რომელიც არსებობდა, იყოს მთლიანი, მათ შორის, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, საბჭოთა კავშირიც“, - განაცხადა მალაშენკომ, რომელმაც „მატარებლის დაბრუნებაში“ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება იგულისხმა.

თბილისში 4-დან 7 სექტემბრამდე ჩატარდა საერთაშორისო სამხრეთკავკასიური მედიაფორუმი „მედიის როლი რეგიონში ნდობის გამტკიცებაში“, რომელიც მოწოდებულიაერთ მოედანზე მოუყაროს თავი მედიაინდუსტრიის სფეროს წამყვან ექსპერტებსჟურნალისტებსხელისუფლების წარმომადგენლებსა და ბლოგერებს საქართველოდანრუსეთიდანაზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

როგორც საქინფორმი იუწყებოდა, რუსული დელეგაციის რამდენიმე წევრი - მედიაფორუმის სპიკერები - საქართველოში არ შემოუშვეს, რის გამოც 4 სექტემბერს დაგეგმილი ინტერაქტიური პანელი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკების 100 წლისთავი: პოლიტიკური გამოცდილება და გაკვეთილები“ (წამყვანი - გენადი ბორდიუგოვი) - არ შედგა.