პოლიტიკა
ბრძოლა რუსულ "რბილ ძალასთან" - "ევროპული საქართველო" საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. საპარლამენტო უმცირესობა რუსულ „რბილ ძალასთან“ ბრძოლის აუცილებლობაზე ლაპარაკობს და კონკრეტულ საკანონმდებლო ცვლილებებსაც ითხოვს. "ევროპული საქართველოს" წევრების თქმით, ცვლილებების მთავარი ფოკუსი კრემლიდან წამოსული ფინანსების შეზღუდვა უნდა იყოს.

ეს არის ცინიკური დაცინვა საქართველოსი რუსეთის მხრიდან. სამწუხაროა, რომ ეს ხდება დღეს, 21- საუკუნეში, საქართველოში, აგვისტოს ოკუპაციიდან 10 წლის შემდეგ.

როგორც არასოდეს, ისე არის გაძლიერებული რუსული ძალა საქართველოში. მარტო რბილ ძალაზე კი არა არის საუბარი, ზოგადად, რუსული ძალა, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში. აქაც, ამ დარბაზშიც სხედან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ თავიანთ პოლიტიკურ ცხოვრებას იმაზე აწყობენ , რომ რუსეთში გადიან, პირდაპირ ხაზზე არიან მათთან და უნდათ, რომ ეს ქვეყანა კიდევ დააბრუნონ რუსეთის კლანჭებში, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ოპოზიციის ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობამ დაიწუნა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ რუსული ფულისა და რუსული არასამთავრობო სექტორის გაკონტროლება შეუძლებელი იქნება.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით კი, რუსული პროპაგანდის დასარეგულირებლად ყველაზე ეფექტიანი იარაღი დამოუკიდებელი, პროდასავლური მედიასაშუალებების გაძლიერება იქნება.

„მთავარი აქ არის დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება და ხელშეწყობა, და მეორე, კანონით უნდა იყოს აკრძალული ყველა იმ ფონდის, ორგანიზაციის თუ მედიის ხელშეწყობა, რომელიც ეწევა რუსულ პროპაგანდას“, - ამბობს მასკომუნიკაციის დოქტორი ნინო დანელია.