აქტუალური
პროპაგანდა, რომელიც რუსეთიდან მოდის, გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, ეს გამოწვევაა მთელი დასავლეთისთვის! - პრემიერი ბახტაძე

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისში საერთაშორისო სამხრეთკავკასიურ მედიაფორუმს. რომელმაც მუშაობა გუშინ დაასრულდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეხმაურება. კითხვაზე - ხედავს თუ არა საფრთხეს რუსულ პროპაგანდაში? - პრემიერმა შემდეგნაირად უპასუხა:

„პროპაგანდა, რომელიც რუსეთიდან მოდის, ეს არ არის მხოლოდ გამოწვევა საქართველოსთვის, ეს გამოწვევაა მთელი დასავლეთისთვის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის გამოწვევა. ქართულმა საზოგადოებამ თავისი გადაწყვეტილება და თავისი პოზიცია დიდი ხანია, დააფიქსირა. და ეს არის ჩვენი არჩევანი, რომ საქართველოს უნდა დაუბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახს. ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონდეს შესაბამისი ეფექტური მექანიზმები, რომ არ დავუშვათ საქართველოში ისეთი პროპაგანდა, რომელიც შეიძლება აისახოს  ნეგატიურად მოსახლეობაზე. მაგრამ მე ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან იქნება საფუძველს მოკლებული“, - განაცხადა ბახტაძემ. 

თბილისში 4-დან 7 სექტემბრამდე ჩატარდა საერთაშორისო სამხრეთკავკასიური მედიაფორუმი „მედიის როლი რეგიონში ნდობის გამტკიცებაში“, რომელიც მოწოდებულიაერთ მოედანზე მოუყაროს თავი მედიაინდუსტრიის სფეროს წამყვან ექსპერტებსჟურნალისტებსხელისუფლების წარმომადგენლებსა და ბლოგერებს საქართველოდანრუსეთიდანაზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

როგორც საქინფორმი იუწყებოდა, რუსული დელეგაციის რამდენიმე წევრი - მედიაფორუმის სპიკერები - საქართველოში არ შემოუშვეს, რის გამოც დაგეგმილი პროგრამა შეიცვალა და პანელების, ლექციებისა და მასტერკლასების უმრავლესობა არ შედგა.