პუბლიკაციები
კაშია - კობიაშვილის ტანდემი ავანგარდშია ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლაში! – ჯუმბერ კირვალიძე

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოსთვის, მონაკოში გუშინდელი "თავის მოჭრის" შემდეგ, სადაც ქართველების უმრავლესობა, ფეხბურთის ფედრაციის პრეზიდენტმა და პარლამენტის წევრმა (გვარიც არ მინდა გავიმეორო!), - "ველურებად გამოგვიყვანა", არ შემეძლო კიდევ ორიოდე სიტყვა არ დამეწერა ამ თემასთან დაკავშირებით... ღმერთმა დაგვიფაროს ქართველები, რომ ოდესმე საქართველოში, "თანასწორად" პატივისცენ - ვაჟკაცებს და გეებს"! 

ის აჟიოტაჟი, რაც ამ დღეებში "გამიზნულად" ხდება საქართველოში და გუშინ კულმინაციას მიაღწია მონაკოში, სადაც ფეხბურთში საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანს გ. კაშიას, ევროპაში "პირველს" გადასცეს უეფას მიერ ახლად დაწესებული პრიზი, - "თანასწორობის მხარდაჭერისთვის" (Eქუალ Gამე), - ეს შემთხვევით მოვლენა არაა და სცდება ჩვენი ქვეყნის და ფეხბურთის ფარგლებსაც, რადგანაც "ვიღაცამ და რატომღაც", - სწორედ საქართველო და ქართველები ამოიღო ნიშანში, რომ "საექსპერიმენტოდ", ქრისტიანული, ერის ზნეობრივი მენტალიტეტის "გადასატეხად" გადაექცია ჩვენი ტრადიციული ღირებულებების ქვეყანა! აბა, ვინმე კაშია ("ტოჟე მნე", ბეკენბაუერ!), ვის რაში დაჰკარგვია?! 

დიახ, შეტევა მიმდინარეობს საქართველოზე, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე, ეროვნულ ტრადიციებზე, ქრისტიანული რწმენის და მორალის ერთგულ ქართველთა უდიდეს უმრავლესობაზე, ქართული მოსახლეობის 99%-ზე! სამწუხაროდ, ამ ბინძურ კამპანიაში, რომელშიც სპორტი და უშუალოდ ფეხბურთი, როგორც მასობრივი და პოპულარული სახეობა სპეციალურად არის შერჩეული, ქართველებიც მონაწილეობენ, სხვადასხვა მცირე ჯგუფები, მაგრამ მაინც! 

ამის ნათელი დადასტურება გახლდათ, გუშინ მონაკოში კაშიასათვის (აშშ-დან იგი იქ ვერ ჩავიდა და მისი "ჯილდო" კობიაშვილს გადასცეს) უეფას პრიზის გადაცემის ცერემონიალი, რომელსაც ათეულობით მილიონი ფეხბურთის გულშემატკივარი ადევნებდა თვალს (რადგანაც ევროპის ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრისას ხდებოდა ეს პროცესი) და ამ მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის(!) ლევან კობიაშვილის ყოვლად აღმაშფოთებელი და ანტიეროვნული "სამადლობელი სიტყვა", რომელშიც მან კაშიას საქციელს "გმირობა" უწოდა (აშშ-დან ვიდეო ჩართვისას კაშიამ გაიმეორა, რომ იგი "ამაყობს ამ საქციელით"!), რადგან, თურმე საქართველოში მას "ქართველების ნაწილი აკრიტიკებდა", ხოლო მან კი, უკან არ დაიხია და მე მას მხარს ვუჭერო, - "დააგვირგვინა" თავის გამოსვლა კობიაშვილმა! 

ამ სამარცხვინო განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დეპუტატმა კობიაშვილმა, შეურაცხყოფა მიაყენა საკუთარ სახელმწიფოს, საქართველოს და ქართველ ერს, "არატოლერანტად" შერაცხა ქართველთა დიდი უმრავლესობა (კობიაშვილის სიტყვიდან გამომდინარე, უცხოელები ასეთ დასკვნას გააკეთებდნენ, - "ველური ქართველები"?!) და ამიტომ, იგი პარლამენტიდან და ფედერაციიდან უნდა იქნას "გადაყენებული და გამოწვეული", როგორც ჩვენი სამშობლოს და ხალხის პატივის და ღირსების შეურაცხმყოფელი!!! 

ასე რომ, კაშია-კობიაშვილის ტანდემი (მათი მიამიტი ან "დაინტერესებული" მხარდამჭერები), არ ვიცი მათი სიბრიყვის თუ ანგარების გამო, როგორც "თანასწორობის იდეის მედროშეები", ავანგარდში არიან, - საქართველოს და ქართველი ერის, მისი ზნეობის, ქრისტიანული რწმენის და ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლაში! 

P.S. არასდროს, რაიმე ნიშნით, ქართველი ერი არ სდევნიდა, რომელიმე უმცირესობას, - რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური, სქესობრივი თუ სხვა, პირიქით, ყოველთვის სუსტს და დაუცველს იცავდა, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს, მე პირადად არ მომასწროს და საქართველოს მტრებს არ ეღირსოთ იმის ხილვა, რომ საქართველოში ქართველებმა ოდესმე, - "თანასწორად" პატივისცენ, ერთნაირად დააფასონ, იამაყონ და ერთ სიბრტყეში დააყენონ - ვაჟკაცები და გეები, ან გეიპროპაგანდისტები!