საზოგადოება
აშშ-ის საელჩო აფრთხილებს საქართველოს მოქალაქეებს

american_embassyაშშ-ის საელჩოს განცხადებით, მათ ხელთ აქვთ არა ერთი ცნობა საქართველოში ელექტრონული თაღლითური სქემის შესახებ, რომელიც «Green Card»-ის (“მწვანე ბარათი”) ლატარიას ეხება.

მოქალაქეებს მისდით ელექტრონული წერილები, რომლებშიც ნათქვამია, რომ მათ მოიგეს «Green Card»-ი და რომ მის მისაღებად უნდა შეავსონ განაცხადი და გადარიცხონ მისი ღირებულება “ვესტერნ იუნიონის” მეშვეობით. ზოგიერთი ელექტრონული წერილი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება. სამწუხაროდ, წერილებმა ბევრი ქართველი შეცდომაში შეიყვანა. მათ თაღლითებს ასობით და ათასობით დოლარი გადაურიცხეს.

საელჩო მიმართავს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ, რომ ლატარიაში გამარჯვებულებს არ ეგზავნებათ ინფორმაცია, რომ მათ მოიგეს “«Green Card»-ი. 2012 წლის ლატარიაში მონაწილე პირებმა 2011 წლის 1 მაისიდან 30 ივნისამდე ინფორმაცია უნდა მოიძიონ შემდეგ ინტერნეტ–მისამართზე: http://www.dvlottery.states.gov მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი იმის გარკვევა, გაიმარჯვეთ თუ არა “მწვანე ბარათის” ლატარიაში.

თაღლითები თავიანთ სქემაში იყენებენ შემდეგ ელექტრონულ მისამართებს: dv.states.gov@usa.com, us.states.gov@usa.com, usagreencard2010@aol.com. აშშ-ის საელჩო სთხოვს საქართველოს მოქალაქეებს, არ უპასუხონ ამ მისამართებიდან მიღებულ წერილებს.