სამართალი
ქალაქ ბილბაოში 11 სახლის გაქურდვაში ეჭვმიტანილი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. ესპანეთში, ქალაქ ბილბაოში 11 სახლის გაქურდვაში ეჭვმიტანილი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

ესპანური მედიის ცნობით, პოლიციამ დააკავა საქართველო სამი მოქალაქე, რომლებმაც ბილბაოსა და მის შემოგარენში, სულ მცირე, 11 სახლი გაქურდეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაპატიმრებულია 39, 46 და 47 წლის მამაკაცი. მათ ბინები აგვისტოს პირველ ნახევარში გაქურდეს. სამართალდამცველების თქმით, ეჭვმიტანილები ბინის კარში პლასტმასის მარკერებს ტოვებდნენ, რათა გაეგოთ, იმყოფებიან თუ არა სახლში მეპატრონეები.

დამნაშავეების დაკავების დროს პოლიციამ მათ აღმოუჩინა ინსტრუმენტები, რომლებსაც ისინი ბინებში შესაღწევად იყენებდნენ. ამავე დღეს პოლიციამ დააკავეს ორი იტალიელი ქალი. 18 და 19 წლის ეჭვმიტანილი ერთ-ერთი ბინის კარის გატეხვას ცდილობდნენ.