უცხოეთი
კრემლში, იდლიბში შექმნილ სიტუაციაზე დონალდ ტრამპის განცხადებას უპასუხეს

 საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ Twitter-ით გავრცელებული გაფრთხილება არ წარმოადგენ სწორ და ყოვლისმომცველ მიდგომას.

ჩვენ ვიცით, რომ სირიის შეიარაღებული ძალები ემზადებიან იდლიბში შემქნილი პრობლემის გადასაჭრელად. ამიტომ უბრალოდ გაფრთხილების გავრცელება ისე, რომ არ გაითვალისწინო შექმნილი სიტუაციიდან მომდინარე საფრთხეები, ალბათ, არ არის ყოვლისმომცველი მიდგომა“, – განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

მისივე თქმით, იდლიბის სიტუაცია შეშფოთებას იწვევს როგორც დამასკოში, ასევე მოსკოვში, ანკარასა და თეირანშიც.

იდლიბში არის ტერორისტების ბუდე. იქ გამაგრებულები არიან ტერორისტული დაჯგუფებების წევრები, რაც სირიაში სიტუაციის დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

მანამდე დონალდ ტრამპმა მოუწოდა სირიას, რუსეთს და ირანს პროვინცია იდლიბზე შეტევისგან თავი შეიკავონ.

1tv.ge