საზოგადოება
საქართველოს მოქალაქის პასპორტი საერთაშორისო რეიტინგში ხუთი პოზიციით დაწინაურდა

 საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს მოქალაქის პასპორტი საერთაშორისო რეიტინგში კიდევ ხუთი პოზიციით დაწინაურდა. საკონსულტაციო კომპანია Henley&Partners-ის ინფორმაციით, საქართველო მსოფლიოში 48- ადგილზეა.

წინა ანგარიშის მიხედვით, საქართველო 53-ე პოზიციას იკავებდა, უფრო ადრე კი - 68-ე ადგილს.

ვებგვერდის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ან გამარტივებული პროცედურებით მოგზაურობა მსოფლიოს 112 ქვეყანაში შეუძლიათ.

Henley&Partners-ის რეიტინგში პირველობას იაპონია და სინგაპური ინაწილებენ, რომელთა მოქალაქეებს მოგზაურობა გამარტივებული პროცედურებით 189 ქვეყანაში შეუძლიათ. პასპორტების ინდექსში წინა წლებში გერმანია ლიდერობდა.

ხუთი პოზიციით საქართველოს პასპორტის სიძლიერე გაუმჯობესებულია კიდევ ერთი პორტალის, passportindex.org-ის მონაცემებითაც. საქართველო ამ რეიტინგში ახლა მე-40 ადგილზეა.