სამართალი
მაღალი რისკის მოძალადეების კონტროლის მიზნით მომავალი წლიდან ელექტრონული სამაჯურები ამოქმედდება

 საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ მაღალი რისკის მოძალადეების კონტროლის მიზნით მომავალი წლიდან ელექტრონული სამაჯურები ამოქმედდება.

მისი თქმით, სამაჯურების შეძენის მიზნით ტენდერის შემადგენელი პროცედურები მიმდინარეობს.

„უწყება ელექტრონული სამაჯურების თემაზე მუშაობს. მიმდინარეობს ტენდერის შემადგენელი პროცედურები. ამასთან, შემუშავების პროცესშია საკანონმდებლო ცვლილებები, ვინაიდან ელექტრონული სამაჯურების დანერგვას აუცილებლად დასჭირდება კანონში შესაბამისი ცვლილებები. ვფიქრობ, წლის ბოლოს უკვე დაინერგება, რომელიც დაკავშირებული იქნება რისკის შეფასების ინსტრუმენტთან. კერძოდ, იქ, სადაც მაღალი იქნება განმეორებითი ძალადობის რისკი, ელექტრონულ სამაჯურებს ამ ტიპის მოძალადეებთან გამოვიყენებთ. პირველ ეტაპზე 100-150 სამაჯურს შევიძენთ“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.