საზოგადოება
ურჩი ფინანსური პოლიცია – საღამო რესტორანში რუსული მუსიკის თანხლებით

sololakiskari2011 წლის 17 თებერვალს თბილისის ცენტრში, საქართველოს მთავარი -თავისუფლების მოედნიდან 20 მ-ში, ლეონიძის ქ. №2 მდებარე რესტორან „სოლოლაკის კარში“ (იმავე შენობაში, სადაც სუპერმარკეტი "პოპულია") საქართველოს ფინანსური პოლიციის სპეცნაზის ოფიცრები თავიანთი კოლეგის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ბრგე ბიჭებს გულიანად მოულხენიათ - როგორც საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო საქინფორმს იმ დროს დარბაზში მყოფმა სანდო წყარომ აცნობა,

მოლხენის უფლება, რაღა თქმა უნდა, ყველას აქვს, თუმცა ამ ამბავში ძალზე საყურადღებოა ერთი დეტალი. კერძოდ, როგორც საქინფორმის წყარო განმარტავს, კარგად შეზარხოშებულ სპეცნაზს რესტორნის თანამშრომლებისთვის ერთერთი ცნობილი რუსული სიმღერა „Господа офицеры“ შეუკვეთავს და მთელი საღამო აღნიშნული სიმღერის ჰანგებზე იცეკვია და უმღერია. სიმღერა „Господа офицеры“ იმს რუს სამხედროებზეა დაწერილი, რომლებიც რუსეთის თავისუფლებისთვის „მკერდს ტყვიას უშვერენ“.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ საქინფორმისთვის ცნობილი გახდა, რომ დეპუტატ შოთა მალაშხიას ინიციატივით, საქართველოში არსებულ ყველა რესტორანში რუსული სიმღერები აიკრძალა. საქართველოს ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა რესტორნების მეპატრონეები წინასწარ გააფრთხილეს, რომ მისდამი დაქვემდებარებულ ობიექტზე მტრის ნაწარმოებების შესრულებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა ხუთასი ლარის ოდენობით?! მერე რომ არ ეთქვათ, არ ვიცოდით, არც კი გაგვიგონია ამგვარი აკრძალვის შესახებო, ვერდიქტის ქვეშ ხელი მოაწერინეს არა მარტო იმ რესტორნების მფლობელებს, სადაც „ცოცხალი მუსიკა“ ისმის, არამედ თავად მუსიკოსებსაც და მომღერლებსაც.

ამ ყველაფრის გამო, „სოლოლაკის კარის“ დირექტორი თურმე, მთელი საღამო ცახცახებდა, თუმცა ვის რას ეტყოდა და აუკრძალავდა, როცა მუსიკა თავად „გამაფრთხილებლებმა“ – ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა შეუკვეთეს.

როგორც ჩანს, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ხელისუფლების ამ იდეას, რომელსაც ალბათ, სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს, თუ არა შეგნების დაბალი დონის გამოხატვა, უკვე აღარ ემორჩილებიან.

ამასთან, საინტერესოა, უკვე ცნობილია თუ არა ამ ფაქტის შესახებ ხელისუფლებისთვის, ან თავად ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელობისთვის მაინც და თუ ცნობილია, ვის მოეთხოვება პასუხი, უწყების ნაბახუსევ თანამშრომლებს, თუ რესტორნის ხელმძღვანელობას, რომელსაც, ალბათ მკითხველი დაგვეთანხმება, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სხვა გზა არ ჰქონდა.

რაც შეეხება სიმღერას, რომელიც ჩვენმა სამართალდამცველებმა მთელი საღამოს განმავლობაში არაერთხელ შუკვეთეს, მისი ტექსტი ასე ჟღერს:

„Господа офицеры, по натянутым нервам
Я аккордами веры эту песню пою.
Тем, кто, бросив карьеру, живота не жалея,
Свою грудь подставляет за Россию свою.

Тем, кто выжил в Афгане, свою честь не изгадив,
Кто карьеры не делал от солдатских кровей.
Я пою офицерам, матерей пожалевшим,
Возвратив им обратно живых сыновей.

Офицеры, офицеры, ваше сердце под прицелом.
За Россию и свободу до конца.
Офицеры, россияне, пусть свобода воссияет,
Заставляя в унисон звучать сердца.

Господа офицеры, как сберечь вашу веру?
На разрытых могилах ваши души хрипят.
Что ж мы, братцы, наделали, не смогли уберечь их.
И теперь они вечно в глаза нам глядят.

Вновь уходят ребята, растворяясь в закатах,
Позвала их Россия, как бывало не раз.
И опять вы уходите, может, прямо на небо.
И откуда – то сверху прощаете нас.

Так куда ж вы уходите, может, прямо на небо.
И откуда – то сверху прощаете нас.

Офицеры, офицеры, ваше сердце под прицелом.
За Россию и свободу до конца.
Офицеры, россияне, пусть свобода воссияет,
Заставляя в унисон звучать сердца.

Офицеры, офицеры, ваше сердце под прицелом.
За Россию и свободу до конца.
Офицеры, россияне, пусть свобода воссияет,
Заставляя в унисон звучать сердца“.