პოლიტიკა
ლიტოვკინი, ბორდიუგოვი, ტოკარევი და კასაევი ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო საქართველოში არ შემოუშვეს

 საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, 4-7 სექტემბერს თბილისში იმართება საერთაშორისო სამხრეთკავკასიური მედიაფორუმიმედიის როლი რეგიონში ნდობის გამტკიცებაში“, რომელიც მოწოდებულია, ერთ მოედანზე მოუყაროს თავი მედიაინდუსტრიის სფეროს წამყვან ექსპერტებს, ჟურნალისტებს, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ბლოგერებს საქართველოდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული დელეგაციის სამი წევრი - „იტარ-ტასის“ სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ლიტოვკინი, რუსი საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი გენადი ბორდიუგოვი და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის გლობალური პრობლემების ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ალექსეი ტოკარევი - საქართველოში არ შემოუშვეს და საზღვრიდან გააბრუნეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო (მანამდე ისინი რუსეთის საზღვრის გავლით შევიდნენ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში).

ამავე მიზეზით „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე დააკავეს და უკან გააბრუნეს გაზეთ „ჩრდილოეთ ოსეთის“ მთავარი რედაქტორი, ისტორიკოსი და ექსპერტი კავკასიის რეგიონის საკითხებში ალან კასაევი.