პუბლიკაციები
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დანაყოფის წევრები მათი ჩავარდნის გადასაფარად გაუგონარ სპეკულაციაზე მიდიან! - მამუკა მდინარაძე

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. ნაციონალური მოძრაობისერთ-ერთი დანაყოფის წევრები მათი ჩავარდნის გადასაფარად გაუგონარ სპეკულაციაზე მიდიან!“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საზოგადოება ელოდა აბსოლუტურად განსხვავებულ შედეგსჭეშმარიტების დადგენას და არა მათ პოლიტიკურ პროგრამას.

„„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დანაყოფის წევრები მათი ჩავარდნის გადასაფარად გაუგონარ სპეკულაციაზე მიდიან. ისინი უკვე ექვსი წელია ხელისუფლებაში აღარ არიან და კიდევ ვერ მიხვდნენ, რომ ადამიანის ტრაგედია მაინც არ უნდა გამოიყენო პოლიტიკური მიზნებისთვის. მოცემულ შემთხვევაში ორდღიან, მოკლეფეხებიან ტყუილსაც არ ერიდებიან და საზოგადოების დაჯერებას ცდილობენ, თითქოს ჩვენ კომისიის ბოიკოტირებას ვახდენთ. ურცხვად მოგვიწოდებენ, რომ შევუერთდეთ კომისიის მუშაობას. ეს მაშინ, როდესაც სხდომაზევე დავაფიქსირეთ, რომ ბოლო მომენტში გადმოგზავნილ, საშინლად არაკომპეტენტურ და პოლიტიკურად ანგაჟირებულ დასკვნის პროექტზეც კი განსხვავებულ მოსაზრებებს ორშაბათსვე წარმოვადგენდით”, – განაცხადა მამუკა მადინარაძემ.