უცხოეთი
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის ოცნება ევროკავშირის დემონტაჟია

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ევროკავშირის დაშლა სურს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შვედურ ტელეკომპანია SVT-სთან ინტერვიუში განაცხადა.

პატივს ვცემ ვლადიმერ პუტინს და ვარ ერთ-ერთი იმ ლიდერებს შორის, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის ახალი არქიტექტურა უნდა შევქმნათ“, – განაცხადა მაკრონმა.

თუმცა პუტინის ოცნება ევროკავშირის დემონტაჟია“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონის თქმით, რუსეთს ვერ უწოდებ ქვეყანას, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის დიალოგში საჭიროა „ახალი მონახაზების“ შემუშავება.

1tv.ge