საზოგადოება
საქსტატი: აგვისტოში, ივლისთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0,5% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ - 3,1%

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. საქსტატის ცნობით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 1,5%-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,44 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (16,4 პროცენტი), ასევე რძე, ყველი და კვერცხი (4,8 პროცენტი).

ამასთან, ფასების 16,2-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე.

აგვისტოში ფასები შემცირდა ფეხსაცმელზე (-1,3 პროცენტი) და ტანსაცმელზე (-1,1 პროცენტი). სხვა მიმართულებით ფასები ან არ შეცვლილა ან უმნიშვნელოდ შეიცვალა.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, 2017 წლის აგვისტოსთან შედარებით ფასები 7,8 პროცენტით გაიზარდა ტრანსპორტის ჯგუფში, 3,2 პროცენტით – სურსათსა და ალკოჰოლურ სასმელებზე, 5,2 პროცენტით - ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებაზე, 4,7 პროცენტით კი ალკოჰოლურ სასმელებზე.