პოლიტიკა
საქართველომ და სომხეთმა რკინიგზით მარცვლეულის გადატანის ტარიფის 52%-ით შემცირების თაობაზე მოილაპარაკეს

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს რკინიგზა და სამხრეთ კავკასიის რკინიგზა (სომხეთი)1 სექტემბრიდან სომხეთიდან ფოთის პორტის მიმართულებით მარცვლეულის გადაზიდვის ტარიფების შემცირებაზე შეთანხმდნენ, იტყობინება Sputnik-Армения სამხრეთ კავკასიის რკინიგზის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

დახურული სააქციო საზოგადოებასამხრეთ კავკასიის რკინიგზისდა სააქციო საზოგადოებასაქართველოს რკინიგზისმიერ  ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 2018 წლის 01.09-დან სომხეთიდან ფოთის პორტის მიმართულებით მარცვლეულის გადაზიდვის ტარიფები 52%-ით მცირდება, - იუწყება პრესსამსახური.

როგორც Sputnik-Армения-ს სამხრეთ კავკასიის რკინიგზის პრესსამსახურში უთხრეს, სომხეთი ყოველწლიურად 315 ათასი ტონა მარცვლეულის იმპორტს ახდენს, აქედან, მაგალითად, 2016 წელს 156 ათასი ტონა რკინიგზით გადაიზიდა, ხოლო 2017 წელს ამ მაჩვენებელმა 111 ათასი ტონა შეადგინა. გადაზიდვის ტარიფების შემცირება ფულად ეკვივალენტში ტონაზე 24,18 დოლარს შეადგენს. ლაპარაკია ფოთი-ერევნის მარშრუტზე.

სატარიფო ცვლილებები საშუალებას მისცემს მსხვილ პარტნიორებს, მნიშვნელოვანი თანხები დაზოგონ, რაც თეორიულად საცალო ფასებზეც უნდა აისახოს.

საქართველოს მთავრობა 17 სექტემბრიდან დიდი სატვირთო მანქანებით ხორბლის შემოტანას აკრძალავს და სამაგიეროდ კლიენტებს რკინიგზით სარგებლობას შესთავაზებს. ეს გადაწყვეტილება ძალაში 15 სექტემბრიდან შევა.