აქტუალური
2018 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 656 500-ს შეადგენდა, რაც 2017 წელთან შედარებით 25 ათასით მეტია

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 656,5 ათასს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 4%-ით, ანუ დაახლოებით 25 ათასით მეტია.

2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით კი ზრდა 19,5 ათასს შეადგენს.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41 პროცენტი ქალია, ხოლო 59 პროცენტიკაცი. დასაქმებულთა 36,8 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22 პროცენტისაშუალოზე, ხოლო დარჩენილი 41,2 პროცენტიმცირე ბიზნესზე.

2018 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის დარგები ლიდერობენ.