საზოგადოება
საქართველოში მიმდინარე წლის იანვარში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 152,7 ლარი შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ინფორმაციით, 2010 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 128 ლარი იყო.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმმა 256,3; ხოლო საშუალო მომხმარებლისამ 135,3 ლარი შეადგინა. საქსტატის განცხადებით, საარსებო მინიმუმის ზრდა ფასების მატებამ გამოიწვია.