საზოგადოება
ევროკავშირმა საქართველოს 45 მილიონი ევრო გამოუყო

 საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. ევროკავშირმა საქართველოს მაკროფინანსური დახმარების სახით 45 მილიონი ევრო გამოუყო. ამის შესახებ ბრუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის წარმომადგენელმა ალექსანდერ ვინტერშტაინმა განაცხადა.

მისი თქმით, თანხა გამოყოფილია ქვეყნის ფინანსური საჭიროებების ნაწილის დასაფარავად და ეკონომიკური რეფორმების მხარდასაჭერად.

ევროკომისიამ ხელი მოაწერა საქართველოსთან ურთიერთგაგების მემორანდუმს 45 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ, რათა ქვეყანას დაეხმაროს ფინანსური საჭიროებების ნაწილის დაფარვაში და მხარი დაუჭიროს ეკონომიკურ რეფორმებს“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

ევროკომისიაში განმარტავენ, რომ მორიგი დახმარების პირობები ასოცირების შეთანხმებას ეფუძნება.