სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა

 საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე – 1978 წელს დაბადებული .. გარდაბანში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათივე ინფორმაციით, პოლიციამ .. იმ დროს დააკავა, როდესაც იგი გარდაბნის ტერიტორიაზე ტაქსით გადაადგილდებოდა. სამართალდამცველებმა დაკავებული ქალის პირადი ჩხრეკისას 2 შეკვრად დაფასოებული 21,76 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.