აქტუალური
საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. პირველმა რადიომ გაავრცელა „ქართული ოცნების“ შიდა სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელსაც მმართველი პარტია საიდუმლოდ ტოვებს.
კვლევა „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარდა. მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზეა ოპოზიციური გაერთიანების - „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი.
შედეგები ასე გადანაწილდა:
„ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე - 25,8 %;
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე - 15%;
დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი - 12,8 %;
ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი - 4,4 %;
„შენების მოძრაობა“ - დავით უსუფაშვილი - 2,1%;
შიდა გამოკითხვაში მონაწილეთა 33% პროცენტი კი საკუთარ არჩევანზე არ ლაპარაკობს.