აქტუალური
აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა მდინარე ენგურთან ე.წ. საბაჟო პუნქტების გახსნას გეგმავს

 საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა მდინარე ენგურთან ე.წ. საბაჟო პუნქტების გახნას გეგმავს. რაულ ხაჯიმბას განცხადებით, ენგურის მხრიდან ტვირთბრუნვის პროცესის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს და პროდუქცია უნდა დაფიქსირდეს.

„საქონელი, რომელიც აფხაზურ მხარეს გადადის, ჩვენს ბაზარზე სადემპინგო პირობებს ქმნის. ჩვენი პროდუქცია არაკონკურენტუნარიანი გახდა. საქართველოდან შესული პროდუქცია უფრო იაფია, რადგან საზღვარზე პროცედურები არ არსებობს. ომის შემდეგ საბაჟო გადასახადები დაწესდა, რომელიც შემდეგ გაუქმდა. რატომ უნდა გამდიდრდნენ კერძო პირები და სახელმწიფომ დანაკარგები განიცადოს?“, – აღნიშნა ხაჯიმბამ.