პოლიტიკა
კონსტრუქციული და რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი საერთო აზრი: „ბუნტი! ბუნტი! ბუნტი!“

civil_unrestის, რომ საქართველოში სოციალურ ან სხვა სახის ბუნტს უნდა ველოდოთ, ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინათ ამერიკელმა ექსპერტებმა იწინასწარმეტყველეს, რომელთა ვარაუდები ეგვიპტისა და სხვა რამდენიმე ქვეყნის შემთხვევაში გამართლდა. ამ მეტად დასაფიქრებელი რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ ბუნტზე საუბარი აქტუალური გახდა ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ წრეებში.

თავდაპირველად ამ სიტყვამ აქტივობა ე.წ. რადიკალებში შეიძინა, თუმცა ამ ტერმინის ხმარებას არც ე.წ. კონსტრუქციული ოპოზიცია მოერიდა. დღეს კი, ერთმანეთის „ცოდვების გამომზეურებისგან“ შესვენების შემდეგ, ერთადერთი საერთო ამ ორ ფრთას შორის სწორედ ეს ტერმინია.

ე.წ. სატელიტები და კონსტრუქციული ოპოზიციონერებიც კი, რომლებიც ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ გზად არჩევნებს ასახელებდნენ, იმის საშიშროებაზე ალაპარაკდნენ, რომ ქვეყანა, შესაძლოა, ძალიან მალე სოციალური ბუნტის წინაშე აღმოჩნდეს.

სოციალური აფეთქების ალბათობაზე თავდაპირველად, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს, დეპუტატი გია ცაგარეიშვილი და ლეიბორისტული პარტია ალაპარაკდნენ. ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ „მშიერ ბუნტამდე ხალხი ხელისუფლებას შეგნებულად მიჰყავს“. ლეიბორისტ გიორგი გუგავას განცხადებით კი, „თუ ხელისუფლება აუცილებელ საკვებ პროდუქტებზე დაბალი ზღვრული ფასების დაწესების თაობაზე პარტიის მიერ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტდაუყოვნებლივ არ განიხილავს და ამ პრობლემას არ მოაგვარებს, მშიე ხალხის მრისხანე ბუნტს მიიღებს“.

პარტიის „ჩვენ თვითონ“ ინფორმაციით, გაერომ საქართველო იმ ორმოცი ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომელთაც სასურსათო ბუნტი ემუქრება“.

მართალია, ოპოზიციონერები ერთად არ დამსხდარან და ბუნტის საფრთხეების საკითხი არ განუხილავთ, მაგრამ ცალკ–ცალკე თითქმის ყველა პარტიის წარმომადგენელი სწორედ ამის ალბათობაზე მიუთითებს, თანაც ისე, რომ მათ განცხადებებში იგრძნობა არა შესაძლო ბუნტით გამოწვეული არასასურველი შედეგების გათვალისწინება, არამედ პირიქით – საზოგადოების მიმართ მოწოდებაც კი.

სოციალური თუ სამოქალაქო ბუნტის თემა არც წელს კარგავს აქტუალობას. საქინფორმთან საუბრისას „ქრისტიან–დემოკრატების“ წარმომადგენელმა ინგა გრიგოლიამ კომუნალური ტარიფების ერთიანი სისტემით გადახდის წესის შემოღებასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ, „თუ ხელისუფლება საკუთარ ხალხს სიბნელეში საცხოვრებლად გაწირავს, მიიღებს სოციალურ აფეთქებას“.

განცხადებები ბუნტის თაობაზე დღესაც გაკეთდა, თანაც უშუალოდ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს. „ქრისტიან–დემოკრატების“ ლიდერის – გიორგი თარგამაძის თქმით, ,,ხელისუფლების მხრიდან ქართული სოფლის, ქართული ეკონომიკისა და ქართველი ხალხის ინტერესების სრული იგნორირება ხდება და სწორედ ამის გამოა, რომ დღეს ხალხი შიმშილობს და ქვეყანა სოციალური ბუნტის წინაშეა".

„ქართული პარტიის“ ერთ–ერთი ლიდერის – სოზარ სუბარის განცხადებით კი, ეგვიპტ და ტუნისის მოვლენებმა აჩვენა, რომ პოლიტიკური ბრძოლის ნებისმიერი ფორმა, რომელსაც ხალხი აირჩევს, მისაღები და კანონიერია. ხელისუფლების წყარო ხალხია და მას უფლება აქვს, დაიბრუნოს ის, რაც კანონიერად ეკუთვნის და ხელისუფლებამ წაართვა“.

ამასთან, სუბარმა ერთგვარი წყენით აღნიშნა, რომ „ქართველი ექსპერტებისა და პოლიტოლოგების ნაწილი ერთმანეთისგან .. რადიკალურ და კონსტრუქციულ ოპოზიციას მიჯნავს, რაც არასწორია,– ამ შემთხვევაში, ალბათ, არ შეიძლება ბატონ სუბარს საზოგადოება არ დაეთანხმოს, რადგან ე.წ. კონსტრუქციულმა და რადიკალურმა ოპოზიციამ, როგორც იქნა, საერთო ერთ საკითხში მაინც იპოვა და ეს საკითხი სწორედ სოციალური ბუნტის თემაა.