საზოგადოება
2023 წელს თურქეთი მთელი რეგიონის მომავლის განმსაზღვრელი იქნება! - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. “თურქეთი 2023 წელს, რესპუბლიკის 100 წლისთავზე მთელი რეგიონის მომავალს განსაზღვრავს!”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ქვეყანა ახალი გამარჯვებების და წარმატების ზღურბლზეა.

როგორც ჩვენი ისტორიის ყველა პერიოდის განმავლობაში, თურქეთი ებრძვის ზეწოლას და უსამართლობას. ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ. თურქეთი თავის მიზნებს 2023 წლისთვის მიაღწევს და მთელი რეგიონის მომავალს განსაზღვრავს“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთი 30 აგვისტოს გამარჯვების დღეს აღნიშნავს, რომელიც ბერძნულ ძალებზე გამარჯვების 96 წლისთავს უკავშირდება.