პოლიტიკა
საინიციატივო ჯგუფმა რეჟისორი გიორგი შენგელაია პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. რეჟისორი გიორგი შენგელაია საინიციატივო ჯგუფმა პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. რეჟისორი და საინიციატივო ჯგუფის წევრები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მივიდნენ და შესაბამისი განაცხადი შეიტანეს.

მყავს საინიციატივო ჯგუფი პეტრე მამრაძის ხელმძღვანელობით, რომელიც იყო ედუარდ შევარდნაძის, ზურაბ ჟვანიას კანცელარიის უფროსი; ცნობილი დოკუმენტალისტი გია ჭუბაბრია; დირიჟორი ავთო მამაცაშვილი, რომელმაც ჩაწერავერის უბნის მელოდიები“, ასევე კინოწარმოების ოპერატორი ნუგზარ ნოზაძე და ჩემი ყველაზე ახლობელი მეგობარი ირაკლი მელაძე“, – განაცხადა გიორგი შენგელაიამ, რომელიც, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პენსიების გაზრდის დაპირებას იძლევა.

მისი თქმით, კენჭისყრა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ქვეყანას უჭირს.

ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ძალიან უჭირს ქვეყანას. ამავე დროს, ძალიან არ უჭირს, რომ არ იყოს ეს მინისტრთა კაბინეტი და არეულ-დარეული პოლიტიკური სპექტრი, ასე არ გაუჭირდებოდა. მინისტრთა კაბინეტის დანამატები ვიანგარიშე და ეს იმის ნახევარია, რასაცნაციონალური მოძრაობაჰპირდება მოსახლეობას პენსიების მომატებაზე. ვაპირებ, დავამატო იმდენი, რასაც იმათ გამოვართმევთ. ეს ძალიან ადვილი საქმეა. თუ მოვიგე, პირველი ჩემი ბრძანებულება იქნება პენსიის გაზრდა ამ დანამატის ხარჯზე“, – განაცხადა გიორგი შენგელაიამ.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.