უცხოეთი
საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. ნატო არასდროს მიიღებს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოლერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
გოტემოლერი მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება და პატივი სცეს საქართველოს საზღვრებს.
„10 წლის წინ რუსეთმა საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ნატო არასდროს მიიღებს ამას. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს ეს გადაწყვეტილება და პატივი სცეს საქართველოს საზღვრებს“, – წერს როუზ გოტემოლერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
1tv.ge