პოლიტიკა
მინდა, განსაკუთრებულად მივულოცო მარიამობა ჩვენს მოქალაქეებს ცხინვალსა და სოხუმში, ასევე, ჩვენს ემიგრანტებს! - პრემიერი ბახტაძე

  საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. მინდა, განსაკუთრებულად მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს მარიამობა ცხინვალსა და სოხუმში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო. 

მისი თქმით, დღევანდელი დღე ყველა ქართველისთვის განსაკუთრებულია. 

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მარიამობას. თითოეული ქართველისთვის ეს განსაკუთრებული დღეადღეს ჩვენი მრავალეთნიკური ერი ამ დიდებულ დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველო არის წილხვედრი ქვეყანა ღვთისმშობლისა და ამავე დროს, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რომ ყველა მორწმუნე ადამიანმა და ყველა მოქალაქემ სწორედ ქრისტესმიერი სწავლების გზა აირჩიოს. 

მინდა, განსაკუთრებულად მივულოცო მარიამობა ჩვენს მოქალაქეებს ცხინვალსა და სოხუმში, განსაკუთრებული სითბოთი მინდა, მივულოცო ჩვენს ემიგრანტებს სხვადასხვა ქვეყანაში. კიდევ ერთხელ  გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი“, – განაცხადა პრემიერმა. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა სიონის საკათედრო ტაძარში აღავლინა. ღვთისმსახურებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მთავრობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.