საზოგადოება
„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით პოზიციას 8 სექტემბრის შემდეგ დააფიქსირებს - ირაკლი კობახიძე

  საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით მმართველი გუნდი პოზიციას 8 სექტემბრის შემდეგ დააფიქსირებს, – ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, როგორც უკვე აღნიშნეს, „ქართულ ოცნებას“ საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება, თუმცა რეგისტრირებული კანდიდატებიდან ერთ-ერთს მხარს დაუჭერს. 

აუცილებლად დავუჭერთ მხარს ერთ-ერთ კანდიდატს, ჩვენი პოზიცია მნიშვნელოვანია, ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებელი ვართ ამ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც, აქედან გამომდინარე, ჩვენი ჩართულობა იქნება აქტიური. ჩვენი კანდიდატი არ გვეყოლება... დღეს გვარებზე საუბარი არ არის სწორი. გადავხედავთ კანდიდატების იმ წრეს, რომელიც ჩამოყალიბდება 8 სექტემბრის შემდეგ და 8 სექტემბრის შემდეგ დავასახელებთ ჩვენს პოზიციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

როგორც თბილისის მერმა კახ კალაძემ აღნიშნა, ცალსახაა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი არაპარტიული უნდა იყოს. 

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოს ფორმატით იმსჯელებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაასახელებს საბოლოო გადაწყვეტილებას.