საზოგადოება
რუსეთის მიერ აფხაზეთის „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“ აღიარება ნაკლებად ემსახურება აფხაზთა ინტერესებს! - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დევნილობაში

  საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. მივმართავთ აფხაზ თანამოძმეებს, კარგად დაუკვირდნენ მიმდინარე მოვლენებს, ეს აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას, რომელიც ნაკლებად ემსახურება აფხაზთა ინტერესებს, – ამის შესახებ აღნიშნულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადებაში, რომელსაც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების დღესთან დაკავშირებით ავრცელებენ. 

ამასთან, აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს შეახსენებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ სთავაზობს ყველა იმ სიკეთით სარგებლობას, რაც მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა, პოლიტიკური შეხედულებებისა თუ აღმსარებლობისა. 

„26 აგვისტოს ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთის მიერდამოუკიდებელ სახელმწიფოდაღიარებასზეიმობს“. განვლილი 10 წელი ნათლად აჩვენებს ოკუპირებული აფხაზეთის რეალურ ყოფასარასტაბილური პოლიტიკური ვითარება, მყიფე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ჩამოშლილი ეკონომიკა, გაზრდილი კრიმინოგენური საფრთხეები, ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე ახალგაზრდობა, უიმედო მოხუცები და პენსიონერები, იმედგაცრუებული საზოგადოება, რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს შეწირული ათასობით ადამიანის ბედი, განდევნილი ქართველების შემდეგ, საკუთარი სახლებიდან დევნილებად ქცეული და აფხაზეთიდან საერთოდ გადახვეწილი აფხაზები. ურა-პატრიოტიზმის განცდა არასახარბიელო რეალობის და კიდევ უფრო გაურკვეველი მომავლის ფონზე აშკარად გაუგებარია. ეს არის საზეიმო? ეს ხომ ჩვენი საერთო ტრაგედიაა. 

მივმართავთ აფხაზ თანამოძმეებს, კარგად დაუკვირდნენ მიმდინარე მოვლენებს, ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ეს აღიარება არ ეფუძნება არანაირ საერთაშორისო სამართლებრივ ბაზას, პირიქით, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას, რომელიც ნაკლებად ემსახურება აფხაზთა ინტერესებს, ვინაიდან რუსეთმა, 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების იგნორირებით, ფსევდო დამოუკიდებლობის მანტიით სამხედრო პლაცდარმი გაიკეთა რეგიონში. 

დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ახალგაზრდების აღზრდის საქმეში. თვით აფხაზი თანამემამულეები აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდობა ეთნორადიკალიზმის გავლენით იზრდება. ცრუ იდეალებით და სიძულვილის რიტორიკით აღზრდილ თაობას ძალიან გაუჭირდება თვითდამკვიდრება, მით უმეტეს, რომ ისტორიულად არის დადასტურებულიეთნორადიკალიზმით ვერცერთი საზოგადოება ვერ ვითარდება და ტოლერანტობა არის პროგრესული კაცობრიობისთვის დამახასიათებელი. 

ამიტომ კარგად უნდა გაიაზრონ ის, თუ როგორ პირობებში უწევთ არსებობა და იცოდნენ, რომ საქართველო მათ გვერდით არის, საქართველოს ხელისუფლება მათ სთავაზობს ყველა იმ სიკეთით სარგებლობას, რაც მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა, პოლიტიკური შეხედულებებისა თუ აღმსარებლობისა. ნდობის გარემოს ჩამოყალიბება და პირდაპირი დიალოგის წარმოება მშვიდობიანი, ცივილიზებული მეთოდებით ნებისმიერი უთანხმოების დარეგულირების საწინდარია“, – აცხადებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში. 

რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა.