რელიგია
პატრიარქი ილია მეორე: თქვენი ლოცვები მჭირდება

  საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. ადამიანის ცხოვრებაში არის ისეთი პერიოდი, როცა უფალი ახლოსაა, როცა ადამიანი განსაკუთრებით გრძნობს უფლის სიახლოვეს და ეს სიახლოვე ასაზრდოებს მას და ანუგეშებს მას“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ კვირას სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. 

პატრიარქმა ქადაგებისას საკუთარ განსაცდელზეც ილაპარაკა და ის შემთხვევა გაიხსენა, როდესაც უფლის სიახლოვე იგრძნო. ამასთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ 25 აგვისტოს მას ეპისკოპოსად კურთხევის 55 წელი შეუსრულდა. "გუშინ შესრულდა 55 წელი ჩემი ეპისკოპოსად კურთხევისა. თქვენი ლოცვები მჭირდება. თქვენი ლოცვები რომ არ ყოფილიყო, მე ვერ ავიტანდი იმ განსაცდელს, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ," - განაცხადა ილია მეორემ.