რელიგია
საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. მე ვფიქრობ, ჩვენი კონსტიტუცია თანდათან სრულყოფილი გახდება და ხალხი ისწავლის კონსტიტუციის სივრცეში ცხოვრებას, – ამის შესახებ კონსტიტუციის ახალი რედაქციის პრეზენტაციაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა.
მისი თქმით, კონსტიტუცია უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა პარტიებს.
„დღეს არის კონსტიტუციის დღე. ძველი რომაელები ამბობდნენ, მკაცრია კანონი, მაგრამ კანონია და ჩვენ უნდა ვისწავლოთ კონსტიტუციის სივრცეში ცხოვრება. კონსტიტუცია უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა პარტიებს, ან გარკვეულ წლებს. მე ვფიქრობ, თანდათან სრულყოფილი გახდება ჩვენი კონსტიტუცია და ხალხი ისწავლის კონსტიტუციის სივრცეში ცხოვრებას. ღმერთმა დალოცოს საქართველო და ჩვენი კონსტიტუცია”, - განაცხადა პატრიარქმა.