სამართალი
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონტექსტში საქართველოს ნატოში სწრაფ გაწევრიანებაზე ვერ ვილაპარაკებთ, გერმანიის პოზიცია ასეთია! - ანგელა მერკელი

  საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. ნატოში საქართველოს სწრაფ გაწევრიანებას ვერ ვხედავ, – ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თსუ-ში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტის შეკითხვას, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას შეეხებოდა. 

სტუდენტი დაინტერესდა ანგელა მერკელის შეფასებით, რამდენად დაუახლოვდა ნატო საქართველოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ და მისი მოსაზრებით, რამდენად რეალისტურია მკვლევარ ლუკ კოფის მიერ შეთავაზებულ გეგმა, რომელშიც აქცენტი საქართველოს ნატოში სწრაფ გაწევრიანებაზეა. 

გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ უნდა ვიყოთ გახსნილი, ნატოში საქართველოს სწრაფ გაწევრიანებას ვერ ვხედავ... სწორედ აი, ამ კონსტელაციაში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონტექსტში, ჩემი აზრით, სწრაფ გაწევრიანებაზე ვერ ვილაპარაკებთ, ყოველ შემთხვევაში, გერმანიის პოზიცია ასეთია, ასეთი დარჩება“, – განაცხადა კანცლერმა. 

ამასთან, მისი თქმით, ნატოს ბოლო სამიტზე დამტკიცდა ნატო-საქართველოს პაკეტი, საქართველო იღებს მონაწილეობას ნატოს მისიებში. 

„ამის მიუხედავად, ნატოს ბოლო სამიტზე დამტკიცდა ნატო-საქართველოს პაკეტი. დღეს შევხვდები გერმანელ ჯარისკაცებს, რომლებიც წვრთნებში იღებენ მონაწილეობას ქართულ შეიარაღებულ ძალებთან ერთად. ეს არის ის, რაც არის შედარებითი კულტურა შეირაღებული ძალების, სტანდარტები ჩვენი ქვედანაყოფების. მაგალითად, გერმანია და საქართველო ერთობლივად მოქმედებენ ავღანეთში, საქართველო მონაწილეობს ნატოს მისიებში, ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით ნელ-ნელა ყველაფერი ახლოვდება, ყველაფერი იზრდება. ეს არის ჩემი ხედვა და პასუხი ამ კონკრეტულ შეკითხვაზე“, – განაცხადა ანგელა მერკელმა თსუ-ში სტუდენტებთან შეხვედრაზე.