აქტუალური
საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურმა რაულ ხაჯიმბამ 22 აგვისტოს ვიტალი გაბნიას მიერ ვიცე-პრეზიდენტის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.
„გადადგომის გადაწყვეტილება ვიტალი ვიქტორის ძემ დამოუკიდებლად მიიღო. ეს მისი უფლებაა. პრეზიდენტის მუშაობა გრძელდება, მისი დღის წესრიგის არცერთი პუნქტი არ გაუქმებულა“, - აღნიშნა ხაჯიმბამ, გადმოსცემს „Нужная газета“.