საზოგადოება
პური ძვირდება, ლარი ისევ უფასურდება

     საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. ქვეყანაში, შესაძლოა, პური გაძვირდეს. ბოლო ერთი კვირაა, პურის მწარმოებელ კომპანიებს და კერძო მეწარმეებს ფქვილში 8 ლარით მეტის გადახდა უწევთ, რაც, შესამაბისად, გამოიწვევს ფასის მატებას პურზეც. პურსა და სხვა პროდუქტებზე ფასების მატებას არ გამორიცხავენ ექსპერტებიც.

ძალიან სერიოზული მატებაა. დაახლოებით საუბარია 30- 35% მატებაზე. მეორე ფაქტორია ლარის კურსის გაუარესება და მესამე ბუნებრივი გაზის .. კომერციული საფასურის ზრდა, რომელიც წინა კვირაში დაანონსდა, - ამბობს ექსპერტი, ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი.

ოპოზიცია ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას მთავრობის არასწორი ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს და ახლო მომავალში ფასების კიდევ უფრო ზრდის საფრთხეზე ლაპარაკობს, რაც მოსახლეობისთვის მძიმე დარტყმა იქნება. ისინი გამოსავალს გადასახდების დაწევაში ხედავენ.