სამართალი
საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის დედაქალაქში, ლუჟნიკის ტერიტორიაზე ელიტარულ რესტორანში ბოლო წლებში ყველაზე დიდი კრიმინალური შეკრება შედგა, სადაც ახალი მთავარი „კანონიერი ქურდი“ აირჩიეს, იუწყება „როსბალტი“.
სააგენტოს ინფორმაციით, ახალი „ქურდი №1“ გახდა ლიუბერეცკის ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების 53 წლის ლიდერი ოლეგ შიშკანოვი, მეტსახელად შიშკანი ოლეგ რამენსკი.
„ქურდი №1“-ის ადგილი რუსული მაფიის ყოფილი ბოსის ზაქარია კალაშოვის (შაქრო მოლოდოი) დაპატიმრების შემდეგ გათავისუფლდა. სასამართლომ მას გამოძალვისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.