სამართალი
საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა.
ინფორმაცია პირველ არხს სუს-ის პრესსამსახურში დაუდასტურეს, თუმცა გოგაშვილის მიერ თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე უწყებაში არ ლაპარაკობენ.
იოსებ გოგაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015 წლიდან მუშაობდა.