აქტუალური
თბილისში ელოდებიან კომპანიას, რომელმაც საქართველოსთან და რუსეთთან კონტრაქტები გააფორმა

     საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. შვეიცარიული კომპანია SGS-ის წარმომადგენლები, რომელთანაც საქართველომ და რუსეთმა სატრანსპორტო დერეფნებთან დაკავშირებით ხელშეკრულებები გააფორმეს, მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონფერენციაში არგუს კასპიისშავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი 2018", განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა.

თბილისში 12-13 სექტემბერს გაიმართება მეხუთე, საიუბილეო საერთაშორისო კონფერენცია არგუს კასპიისშავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი 2018", რომლის ფარგლებში კასპიის და შავი ზღვის რეგიონების ეკონომიკური პოტენციალი განიხილება. კონფერენცია ტრადიციულად შეკრებს სხვადასხვა ქვეყნის ნავთობისა და სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიების, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების, ტერმინალების წარმომადგენლებს, საწვავის და მშრალი ტვირთების მომხმარებლებს, რომლებიც კასპია-შავი ზღვის რეგიონის ბაზარზე ყველაზე აქტუალურ საკითხებს განიხილავენ და ერთმანეთს უნიკალურ ინფორმაციას გაუზიარებენ.

კონფერენციაზე განხილვის ძირითადი თემები გახდება კასპია-შავი ზღვის რეგიონში ტვირთნაკადების დინამიკა, აზერბაიჯან-საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი, სტრატეგიული სატრანსპორტო დერეფნები: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, სატრანსპორტო მარშრუტები ჩრდილოეთი-სამხრეთი, ჩინეთი-ევროპა. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“ 2018 წელს კონფერენციის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორი გახდა.

ორდღიანი მუშაობის პერიოდში ღონისძიების მონაწილეები თბილისში განიხილავენ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება სატარიფო პოლიტიკის მოქნილობას, ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან აღმოსავლეთ ევროპამდე საკონტეინერო გადაზიდვების მნიშვნელობის ზრდას და კასპია-შავი ზღვის რეგიონიდან მინერალური სასუქების საექსპორტო მიწოდებების პოტენციალს.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე, კომპანია GR Transit-ის დირექტორი დავით ჩირაძე, Petrocas Energy Group-ის მმართველი დირექტორი ნუგზარ ქათამაძე, საერთაშორისო ასოციაცია ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გენერალური მდივანი რაჰმეტოლა კუდაიბერგენოვი, მულტიმოდალური გადაზიდვების დეპარტამენტის KTZ Express-ის მთავარი მენეჯერი ნურჯან ალპისპეკოვი და სხვ.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა LAM Group of Shipping Companies, Укрзализныця, PKP LHS, НК КТЖ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, Maritime Ports Administration Constanta.

ღონისძიების ორგანიზატორია შეფასების დამოუკიდებელი სააგენტო Argus Media, რომელიც აქვეყნებს ინფორმაციას ფასებზე, სიახლეებზე და ანალიტიკურ მასალებს. სთავაზობს კონსალტინგურ მომსახურებას და დარგობრივ თემებზე კონფერენციებს ატარებს. მსოფლიოს 140 ქვეყანა იყენებს Argus-ის მონაცემებს ფიზიკური პარტიების საკონტრაქტო ღირებულების დასაანგარიშებლად, ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმარების მიზნით.

ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, როდესაც 2011 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე ვეტო მოხსნა, მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაივლის სავაჭრო დერეფნები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ტვირთების ნაკადს და მათ მარკირებას განახორციელებენ. არჩევანი ხვდა შვეიცარიულ კომპანია SGS- (Société Générale de Surveillance SA), რომელიც 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებულ საქონლის მონიტორინგს განახორციელებს. საქართველომ მასთან კონტრაქტს ხელი მოაწერა 2017 წლის დეკემბერში, ხოლო რუსეთმა — 2018 წლის 18 მაისს.