საზოგადოება
ქართველი ტურისტები ეგვიპტეში დასვენებას მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყებენ. კომპანია "ინტერკონტინენტალში", რომელიც ეგვიპტის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს ასრულებს, აცხადებენ, რომ საჰაერო მიმოსვლა თვის ბოლოდან აღდგება.
მათივე თქმით, ამ პერიოდისთვის ეგვიპტეში სასტუმროების მუშაობა და ტურისტული ექსკურსიები განახლდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა დადგინდეს ტურისტული საგზურების ფასები.შეგახსენებთ: ქართველმა ტურისტებმა ეგვიპტეში არეულობების გამო ქვეყანა თვის დასაწყისში დატოვეს.