საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდა თანდართული „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა.
მთავრობის დადგენილება განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების თაობაზე საკანონმდებლო მაცნეში 20 აგვისტოს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტთა ნუსხა ასეთია:
1. სააერნაოსნო მომსახურება და მასთან დაკავშირებული ობიექტები.
2. საქართველოს ტელერადიოცენტრის ციფრული მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის სახელმწიფო ქსელების ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სატელევიზიო სატელეკომუნიკაციო ანძები.
3. რკინიგზა და მეტროპოლიტენი.
4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პენიტენციური დაწესებულებები, პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების ადმინისტრაციული შენობები.
5. საქართველოს ფოსტის ინფრასტრუქტურა: სერვისცენტრები, გზავნილების დამუშავების (გაცვლის) ცენტრები.
6. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მიწისქვეშა გეოფიზიკური ლაბორატორია.