პოლიტიკა
ტრამპი მზად არის, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები გააუქმოს იმ პირობით, თუ რუსეთი აშშ-სთან უკრაინისა და სირიის საკითხებში ითანამშრომლებს

     საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს იმ შემთხვევაში გააუქმებს, თუ კრემლი ვაშინგტონთან ითანამშრომლებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონა ტრამპმა Reuters-თან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრის დროს თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ აკრძალვების პაკეტის გაუქმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ უკრაინისა და სირიის საკითხებში ორი ქვეყანა ითანამშრომლებს.

ბოლო პერიოდში თურქეთთან დაძაბულ ვითარებაზე საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელი პასტორის საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ ანკარასთან დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

ვფიქრობ, ძალიან ცუდია, რასაც თურქეთი აკეთებს. ისინი დიდ შეცდომას უშვებენ. აღნიშნულ საკითხში დათმობები არ იქნება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

Reuters-თან ექსკლუზიური ინტერვიუს დროს დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეაზეც ილაპარაკა. თეთრი სახლის ლიდერმა კიმ ჩენ ინთან მეორე შეხვედრის შესაძლებლობა არ გამორიცხა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კარგი ურთიერთობა აქვს. თუმცა სხვა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.