საზოგადოება
ტელეკომპანია „მაესტრო“ თანამგზავრზე ბრუნდება

maestroტელეკომპანია „მაესტრო“ თანამგზავრიდან მაუწყებლობას უახლოესი ათი დღის განმავლობაში აღადგენს. არხის გენერალური დირექტორის - ბაჩო კიკაბიძის განცხადებით, ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია თურქულ კომპანიასთან. სატელიტზე გასვლის შემდეგ „მაესტროს“ ყურება შესაძლებელი იქნება დასავლეთ ევროპიდან ცენტრალურ რუსეთამდე.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს „მაესტრო“ სატელიტზე კომპანია „მირის“ საშუალებით გადიოდა. ფინანსური პრობლემების გამო კი 2010 წლის სექტემბერში თანამგზავრიდან მოხსნეს. ამჟამად „მაესტრო“ საკუთარ პროდუქციას საკაბელო ტელევიზიების საშუალებით გადასცემს, თუმცა ამ კომპანიებთან პრობლემები ხშირად ექმნება. საფუძვლად კი ტექნიკური პრობლემები სახელდება. ამ მიზეზით „მაესტროს“ მაუწყებლობა გამორთულია თელავში, ახმეტასა და რუსთავში.