პოლიტიკა
რუსული მედია: 24 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი ბიბილოვსა და ხაჯიმბას შეხვდება, საქართველოს პრეზიდენტი კი - მერკელს

     საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. 24 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტებს შეხვდება. როგორც რუსული მედია იტყობინება, შეხვედრა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავს ეძღვნება.

რუსული მედიის ინფორმაციით, გასული წლის ნოემბერში ბიბილოვმა ვლადიმერ პუტინი 2018 წლის 26 აგვისტოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიიწვია. როგორც კრემლში განაცხადეს, რუსეთის პრეზიდენტის გრაფიკი მიწვევის მიღების საშუალებას არ იძლევა, ამიტომ პუტინმა თავად დაპატიჟა რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი, რათა მათ „დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავი მიულოცოს“.

ამასთან, როგორც რუსული მედია წერს, „პრეზიდენტების მოსკოვში ყოფნის პარალელურად“, 23-24 აგვისტოს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ანგელა მერკელი ეწვევა.

რუსეთმა საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა.