პოლიტიკა
საქართველოში 7 ახალი გუბერნატორია: ნატოს სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის ხელმძღვანელი ქართული მხრიდან, გენერალი შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად დაინიშნა

     საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. 20 აგვისტოს, საქართველოში ნატოს სწავლების Noble Partner 2018-ის დასრულებიდან 5 დღის შემდეგ, სწავლების ხელმძღვანელი ქართული მხრიდან, გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდალი შავლეგო ტაბატაძე იმერეთის მხარის გუბერნატორად დაინიშნა.

ახალი გუბერნატორები საქართველოს შვიდ რეგიონში დაინიშნა, ორის გარდა - კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძე თანამდებობები შეინარჩუნეს.

ახალი სახელმწიფო რწმუნებულები პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინა. ესენი არიან:

სამეგრელოზემო სვანეთის რეგიონი - ალექსანდრე მოწერელია;

გურიის რეგიონი – ზურაბ ნასარაია;

სამცხე-ჯავახეთიბესიკ ამირანაშვილი;

მცხეთა-მთიანეთიშალვა კერესელიძე;

ქვემო ქართლიშოთა რეხვიაშვილი;

შიდა ქართლიგიორგი ხოჯევანიშვილი;

იმერეთიშავლეგო ტაბატაძე.

პრემიერის თქმით, საკადრო ცვლილებები გუბერნატორების მოადგილეებსაც შეეხებათ.

შვიდი რეგიონიდან ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან მიმდინარე წლის 26 ივლისს გათავისუფლდა, მათ შორის არ ყოფილა გურიის გუბერნატორი. გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მერაბ ჭანუყვაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ცნობილი გუშინ გახდა.