საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. „სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მთავრობებს შორის რესპუბლიკის გაზიფიკაციის შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. ხანმოკლე მსჯელობის შემდეგ დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი კანონპროექტს“, - აღნიშნავს „Рес“.
როგორც EADaily იუწყებოდა, „შეთანხმება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებს შორის „აქციების ყიდვა-გაყიდვის პირობებისა და ღია სააქციო საზოგადოება „გაზპრომ-სამხრეთ ოსეთის“ შემდგომი საქმიანობის შესახებ“ 2018 წლის მაისში იქნა ხელმოწერილი“. შეთანხმება გულისხმობს, რომ სამხრეთ ოსეთის მთავრობა „გაზპრომს“ გადასცემს თავის 25%-იან წილს მინუს ერთი აქცია ერთობლივ საწარმოში „გაზპრომ-სამხრეთ ოსეთი“. ამგვარად, „გაზპრომის“ წილი კომპანიაში 100%-ს შეადგენს. ამასთან, „გაზპრომი“ სამხრეთ ოსეთის გაზიფიკაციაში დაახლოებით 2,5 მილიარდ რუბლს ჩადებს.
„გაზპრომმა“ და სამხრეთ ოსეთის მთავრობამ 2029 წლამდე თანამშრომლობის შეთანხმებას 2010 წლის აპრილში მოაწერეს ხელი. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან სამხრეთ ოსეთის პირდაპირი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით 2009 წლის აგვისტოში „გაზპრომმა“ ექსპლუატაციაში შეიყვანა მაგისტრალური გაზსადენი „ძუარიკაუ-ცხინვალი“. რესპუბლიკის რაიონების - დაახლოებით 200 სოფლის - გაზიფიკაციის სამუშაოები 2019 წელს უნდა დაიწყოს.